მანუელ ნოიერი მადრიდის "რეალთან" მარცხზე:
"ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, იცის, რას ვგრძნობ ახლა. ის, რომ 85-ე წუთამდე 1-0 ვიგებდით და ბოლო წუთებში დავმარცხდით. ძალიან მწარეა.
ჩვენ ერთი ნაბიჯი გადადგმული გვქონდა ლონდონში, ჩვენ ფინალში ვნახეთ ჩვენი თავი და ახლა სიტყვებს ვკარგავ." - განაცხადა მანუელ ნოიერმა.
ცნობისთვის, 38 წლის გერმანელმა მეკარემ "რეალთან" მატჩში ძალიან ლამაზი სეივები შემოგვთავაზა და SofaScore-ს ვერსიით 6,9 შეფასება დაიმსახურა.