საბოლოო გადაწყვეტილება რანგნიკთან დაკავშირებით უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი.
ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები ამჟამად კლუბში ძალაუფლების გადანაწილებაზე მიმდინარეობს.
რანგნიკს სურს, მხოლოდ მან მიიღოს გადაწყვეტილება მოთამაშეების ხელმოწერებზე, ყიდვებზე და გაყიდვებზე. შესაბამისად ჩამოაშოროს ფროინდი და ებერლი ამ საქმეს.
თუ "ბაიერნი" დაეთანხმება ამ მოთხოვნას, მაშინ გადაწყვეტილებას ვერაფერი დაუდგება წინ.
ასევე კლუბს მოუწევს ავსტრიის ფედერაციას გადაუხადოს რამდენიმე მილიონიანი საფასური.