ნათქვამია, რომ რალფ რანგნიკმა უკვე მიიღო კონკრეტული შეთავაზება "ბაიერნისგან". მოთამაშეები და პერსონალი გონებრივად ემზადებიან რანგნიკის პოტენციური ჩამოსვლისთვის.
სამეთვალყურეო საბჭოში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ყველაფერი რაც ახლა აკლია არის მწვრთნელის თანხმობა.
ავსტრიის ფეხბურთის ფედერაცია გერმანელ სპეციალისტს გაუშვებს, თუ ის "ბაიერნში" გაწევრიანების სურვილს გამოხატავს.
ასევე როგორც ცნობილია, მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი დათანხმდნენ რანგნიკს, იმაზე რომ მას ექნება უფლება გუნდის თავის ნებაზე გადაწყობის. - წერს გერმანული გამოცემა, "Süddeutsche Zeitung".