ჰარი კეინი მიუნხენში მხოლოდ გოლების მანქანა არ არის - ის გუნდის ნამდვილ ლიდერად და ავტორიტეტად იქცა.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდს უახლოვდება და მისი გავლენა მოედანზე უსაზღვროა. სწორედ ამიტომ, ბაიერნის ხელმძღვანელობა უკვე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს ვარსკვლავი 2027 წლის შემდეგაც.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, იან-კრისტიან დრეზენი, კეინთან ურთიერთობაზე და მის მომავალზე პირველ კომენტარს აკეთებს:
„ჰარის კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. გამოსასყიდი პუნქტი იანვრის ბოლოს ამოიწურა. მასთან ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, ის და მისი ოჯახი მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. მომავალს მომდევნო სეზონამდე, მშვიდ ვითარებაში განვიხილავთ. მისით უზომოდ ბედნიერები ვართ.“