ჯამალ მუსიალასთვის ტრავმის მიყენების შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმა არაერთმა ცნობილმა საფეხბურთო სახემ გააკრიტიკა, რამაც, როგორც ჩანს, იტალიელ მეკარეზე მკაფიო კვალი დატოვა.
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელთა კარის დარაჯს მიღებული ბულინგის შემდეგ ფსიქოლოგის დახმარებაც კი დასჭირდა.
ახლა საფეხბურთო სამყაროს აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს მიაჩნია, რომ ორივე ფეხბურთელი ბურთისთვის იბრძოდა და თანაბარ საბრძოლო სიტუაციაში მუსიალას უბრალოდ არ გაუმართლა.
მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ დონარუმამ მუსიალასთვის ტრავმის მიყენებით გარისკა და საბოლოოდ ის შედეგი დადგა, რაც პსჟ-ის მეკარეს თავიდანვე წარმოედგინა.