Kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა ბაიერ ლევერკუზენს ჯონათან ტას ტრანსფერისთვის დამატებითი თანხა უნდა გადაუხადოს.
საქმე ისაა, რომ თავის დროზე ლევერკუზენმა ტა გუნდიდან ნაადრევად გაუშვა, რათა ჯონათანს ბაიერნთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშა, ხოლო საამისოდ ბაიერი ტურნირის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერისგან დამატებით თანხას მიიღებდა.
შეთანხმება დამოკიდებული იყო იმაზე თუ რამდენად შორს გავიდოდა ტურნირზე ბაიერნი. გამოცემის ინფორმაციით, 1/4-ფინალამდე მისვლით ტასთვის კლუბი ლევერკუზენს დამატებით 2 მილიონ ევროს გადაუხდის.