ჩელსის 27 წლის შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ ბაიერნის სატრანსფერო ფანჯარაზე დაბრუნდა, რის შესახებაც ინგლისურ მედიაში ბოლო საათებია აქტიურად იწერება.
ლონდონურმა კლუბმა ახალი სეზონისთვის რამდენიმე შემტევი დაიმატა და ლოგიკურია, რომ ხელმძღვანელობა ზოგიერთი კადრის გაშვებას აპირებს, ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ ნკუნკუ გახლავთ.
ზოგადად, ბაიერნი ფრანგი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია ჯერ კიდევ იქედან, როდესაც ნკუნკუ ლაიფციგში თამაშობდა და 2021/2022 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ ბაიერნი საქმის ბოლომდე მიყვანას გადაწყვეტს, კრისტოფერის ტრანსფერი 65 მილიონ ევრომდე დაჯდება.