კრისტიან ფალკი ის ჟურნალისტია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქტიურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის დიასს ბაიერნში თამაში აქვს გადაწყვეტილი და მოლაპარაკებებიც დაწყებულია.
ჟურნალისტი არ ჩერდება და კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბაიერნი კოლუმბიელი შემტევისთვის მაქსიმუმ 51.6 მილიონ ევროს გადაიხდის.
რაც შეეხება ლივერპულის პოზიციას, მათ საერთოდაც არ სურთ ფეხბურთელის გაყიდვა, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ კლუბმა დიასი დასახელებულ ფასად გაუშვას.
სავარაუდოდ, ინგლისური კლუბი ლუის დიასის სანაცვლოდ 70 მილიონ ევრომდე მოითხოვს.