ჯამალ მუსიალას ხანგრძლივმა დაზიანებამ ბაიერნის სატრანსფერო გეგმები საერთოდ შეცვალა. თუ კლუბი აქამდე ბაზარზე პასიურობდა, ახლა ვენსან კომპანის 1-2 შემტევი ახალი სეზონისთვის აუცილებლად დასჭირდება.
ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად ნიკ ვოლტემადეს, როდრიგო გოეშისა და ლუის დიასის შესახებ იწერებოდა, ახლა კი სიას ჩავი სიმონსიც დაემატა.
ნიდერლანდელი ნახევარმცველი და მისი ლაიფციგი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ და არის კარგი შანსი, რომ ბაიერნმა 22 წლის ფეხბურთელი თავისთან გადაიბიროს.
Transfermarkt-ზე მითითებული ფასებით, სიმონსის ფასი 70 მილიონი ევროა და როგორც ადგილობრივები წერენ, მისი კანდიდატურა ერთ-ერთი მოწინავე უნდა იყოს, რადგან ნიდერლანდელს ბუნდესლიგაში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს.