გამოცემა TZ Munchen-ის ინფორმაციით, თუ ბარსელონა რონალდ არაუხოს გუნდიდან გაუშვებს, ამ შემთხვევაში კლუბი ბაიერნის მცველების მიმართ გააქტიურდება.
როგორც წყარო წერს, კლუბმა შესაძლოა თვალი დაიოტ უპამეკანოსა და კიმ მინ-ჯეს დაადგას, რადგან, ბარსელონას ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფლიკის სათამაშო სტილს ორივე მოერგება.
თავის მხრივ, კიმს ბაიერნში ისედაც წყალი აქვს შედგმული და მისი წასვლის შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე დარჩენის, უპამეკანო კი გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვს და რამდენად დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნები, ესეც საკამათო საკითხია.
კიმ მინ-ჯე ბაიერნში 2023 წლიდან თამაშობს და მისი ტრანსფერი კლუბს 50 მილიონი ევრო დაუჯდა, უპამეკანოს (42.5მლნ) კი რეკორდმაისტერში თამაშის 4-წლიანი გამოცდილება მოუგროვდა.