ლისაბონის სპორტინგის შვედი თავდამსხმელი, ვიკტორ გიოკერესი მედიასთან ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში ჰარი კეინის, ერლინგ ჰოლანდის და რობერტ ლევანდოვსკის დონეზე შეუძლია:
"დიახ, მე ზუსტადაც რომ ამ ფეხბურთელების გვერდით ვდგავარ. რთულია, რომ თანმიმდევრობა დავაწყო, მაგრამ დიახ, მე მათთან ერთად საერთო მაგიდაზე ვარ."
"ისინი გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ამას უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ. სწორედ ესაა ჩემი მიზანიც. უნდა ვაჩვენო, რომ სპორტინგის მიღწევების გადატანა ყველგან შემიძლია', - თქვა ფეხბურთელმა.