არასაკმარისად კარგი - ბაიერნმა ერთი ფეხბურთელი სატრანსფერო სიიდან ამოიღო

არასაკმარისად კარგი - ბაიერნმა ერთი ფეხბურთელი სატრანსფერო სიიდან ამოიღო

Kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნში სატრანსფერო სამიზნეებისგან შემდგარ სიას გადახედეს და ერთი ფეხბურთელის სიიდან ამოღება გადაწყვიტეს.

გამოცემა იუწყება, რომ საქმე ფისნიკ ასლანის ეხება. ბაიერნში კოსოვოელი ფორვარდის მონაცემებს აფასებენ, თუმცა, Kicker-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელს სისწრაფის დეფიციტი აქვს, რაც ვენსან კომპანის სათამაშო ფილოსოფიას ვერ მოერგება.

როგორც ვკითხულობთ, კლუბში თვლიან, რომ ასლანი ოლისეს, მუსიალას, დიასს და დანარჩენებს თავისი შედარებით ნელი მოძრაობებით მხარს ვერ აუბამს, რაც გუნდის შედეგიანობაზე ცუდად აისახება.

კოსოვოელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.


9-02-2026, 22:49
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2