ლივერპული მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, რაც მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც აისახება. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს ლუის დიასის გაშვებასა და ზოგად დანაკლისზე ჰკითხეს, რაზეც მას შემდეგი პასუხი ჰქონდა:
"ყოველთვის გენატრება კარგი მოთამაშეები. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ლივერპულის შედეგებზე, თუმცა მხოლოდ დიასი არ ყოფილა ასეთი და მიმაჩნია, რომ ყველა მათგანი მშვენივრად ჩავანაცვლეთ."
"ლუის დიასი მაგალითია იმისა თუ როგორ იმართება წლებია ლივერპული. თუ კლუბი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ასეთ წინადადებას იღებს, ის მის გაყიდვას ამჯობინებს, რადგან ლივერპული ამდენი ხანია მდგრადობაზე დგას, თუმცა მაინც გამონაკლისები ვართ, რადგან კვლავ ცხრილის ზედა ნაწილში ვართ მოქცეულები."
"ფაქტი, რომ ახლა ლუის დიასი ბაიერნში ძალიან კარგად გამოიყურება, ჩემთვის სიურპრიზი სულაც არ არის", - თქვა სლოტმა.