"ეს შეცდომა იყო" - კომპანის ვინისიუსის და რასიზმის შესახებ ჰკითხეს

"ეს შეცდომა იყო" - კომპანის ვინისიუსის და რასიზმის შესახებ ჰკითხეს

რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ინციდენტმა ვინისიუსსა და ბენფიკას ფეხბურთელ ჯანლუკა პრესტიანის შორის მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა, რაზეც აზრის დაფიქსირება ვენსან კომპანისაც სთხოვეს:

"ეს რთული თემაა. ვუყურე თამაშს და ამ ეპიზოდმა ძალიან დამაინტერესა. ამ ამბავს ორი განსხვავებული მხარე აქვს. პირველი, რა მოხდა მოედანზე - მეორე, რა მოხდა გულშემატკივრებთან. შემდეგ არის ის, თუ რა მოხდა თამაშის შემდეგ. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ისინი. როდესაც უყურებთ თავად მოქმედებას და ვინის რეაქციას, ამ რეაქციის გაყალბება შეუძლებელია. ხედავთ, რომ ეს ემოციური რეაქცია იყო. ვერ ვხედავ რაიმე სარგებელს იმაში, რომ ის მივიდეს მსაჯთან და მთელი ეს უმწეობა საკუთარ მხრებზე დაიდოს. იმ მომენტში ვინისიუსმა ჩათვალა, რომ ეს სწორი საქციელი იყო. კილიან მბაპე, როგორც წესი, ყოველთვის დიპლომატიურ პოზიციას იკავებს, მაგრამ ის ძალიან ნათლად ამბობდა იმას, რაც დაინახა და გაიგო."

"შემდეგ არის ბენფიკას ფეხბურთელი, რომელიც მაისურში მალავდა იმას, რასაც ამბობდა. სტადიონზეც ნახავდით, რომ ხალხი მაიმუნის ჟესტებს აკეთებდა, ეს ვიდეოშია. ჩემთვის, რაც თამაშის შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო უარესია. ჟოზე მოურინიომ ფაქტობრივად შეუტია ვინის ხასიათს მის აღნიშვნაზე აქცენტირებით, რათა ფეხბურთელის დისკრედიტაცია მოეხდინა. ეს ლიდერობის თვალსაზრისით უდიდესი შეცდომა იყო."

"ამასთანავე, მოურინიომ ეუსებიოს სახელი ახსენა. მან თქვა, რომ ბენფიკა რასისტული კლუბი ვერ იქნება, რადგან მათი საუკეთესო ფეხბურთელი ეუსებიო იყო. იცით, რა გადაიტანეს შავკანიანმა ფეხბურთელებმა 60-იან წლებში? ის იქ იყო, რომ ეუსებიოსთან ერთად ყოველ გასვლით თამაშში ენახა, რა გადაიტანა? დღეს მისი სახელის გამოყენება ვინი ჟუნიორის შესახებ აზრის გამოსახატავად არასწორი იყო. სიმართლე გითხრათ, დღეს ბევრ რამეში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ, ამიტომ არ მინდა ერთი ან მეორე ჯგუფის ნაწილი ვიყო. 100 ადამიანი გავიცანი, ვინც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობდა. არასდროს მსმენია ვინმესგან ჟოზეზე ცუდი რამ ეთქვა. მის ყველა მოთამაშეს უყვარს. მესმის, როგორი ადამიანია, მესმის, რომ თავისი კლუბისთვის იბრძვის. გულის სიღრმეში ვიცი, რომ კარგი ადამიანია. ამის გამო მისი განსჯა არ მინდა. მესმის, რა გააკეთა, მაგრამ შეცდომა დაუშვა. იმედია, მომავალში ეს აღარ განმეორდება და ერთად გავაგრძელებთ გზას", - თქვა კომპანიმ.


21-02-2026, 12:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2