22 თებერვალი ლენარტ კარლის დაბადების დღე იყო. ის გუშინ 18 წლის გახდა და როგორც Bild-მა დაწერა, ფეხბურთელმა ბაიერნთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ბაიერნი არ აპირებს, რომ ახალგაზრდა ტალანტის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი გაააქტიუროს.
რაც შეეხება საკონტრაქტო ვადას, Bild-ის თქმით, საუბრები უკვე დაწყებულია იმასთან დაკავშირებით, რომ კარლი ბაიერნში 2031 წლამდე დარჩეს, ხელფასი კი შესაბამისად გაეზარდოს.