გორეცკას ნაცვლად - ბაიერნი თვალს ინგლისელ ტალანტს ადევნებს

გორეცკას ნაცვლად - ბაიერნი თვალს ინგლისელ ტალანტს ადევნებს

გამოცემა Sportsboom-მა დაწერა, რომ მიუნხენის ბაიერნი იმავე ფეხბურთელითაა დაინტერესებული, რომელსაც თვალს მადრიდის რეალიც აქტიურად ადევნებს, - არჩი გრეი.

გრეი 19 წლისაა და ტოტენჰემში თამაშობს, რომელთანაც ახალგაზრდა ინგლისელ ნახევარმცველს ხელშეკრულება კიდევ 4 წლით, 2030 წლამდე აკავშირებს.

არჩი გრეიმ ტოტენჰემში თამაში აქტიურად სეზონის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რაც დიდმა ტრავმიანობამ განაპირობა და როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, ახალგაზრდა ნახევარმცველი სამწვრთნელო ჯგუფზე და გულშემატკივრებზე ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

19 წლის ფეხბურთელი თამაშობს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზეც. გარდა ამისა, მას ისიც შეუძლია, რომ უკან დაიწიოს და ცენტრალურ დამცველებს დაეხმაროს, რაც მის უნივერსალობაზე მეტყველებს.

Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციით, არჩი გრეის ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.


26-02-2026, 13:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2