ჩიხი ბაიერნში - ლაიმერის კონტრაქტმა ყველაფერი აურია

ჩიხი ბაიერნში - ლაიმერის კონტრაქტმა ყველაფერი აურია

ბაიერნსა და კონრად ლაიმერს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები სერიოზულ ჩიხში შევიდა. მხარეები ხელფასის საკითხზე ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერებულია.


წყაროების ინფორმაციით, კონრად ლაიმერი უკვე იღებს წელიწადში 10 მილიონ ევროზე მეტს მთლიანი ანაზღაურების სახით, თუმცა მისი აგენტები ახალ კონტრაქტზე მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს ითხოვენ — საუბარია 15 მილიონ ევროზე ბევრად მეტ თანხაზე.


ინტრიგას ისიც ამძაფრებს, რომ ლაიმერის წარმომადგენლები იმავე სააგენტოდან არიან, რომელიც სერჟ გნაბრი-სა და ლეონ გორეცკა-ს ინტერესებს იცავს. შესაბამისად, მათ კარგად იციან, რა მასშტაბის ხელფასებს იხდის საკუთარ ლიდერებზე და სწორედ ამ სტანდარტს ითხოვენ ლაიმერისთვისაც.


შედეგად, მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია და გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა მხარეები საერთო ენის გამონახვას. ეს ვითარება კი ახალ კითხვებს აჩენს ლაიმერის მომავალთან დაკავშირებით მიუნხენში.


2-03-2026, 23:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2