მანუელ ნოიერის მომავალზე ბაიერნში სერიოზული კითხვის ნიშნებია.
კლუბის შიგნითაც არ არიან დარწმუნებულები, გააგრძელებს თუ არა ლეგენდარული კაპიტანი კარიერას ზაფხულის შემდეგ. ნოიერს ხელმძღვანელობასთან ჯერ არ განუცხადებია, სურს თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება. მისი გარემოცვის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის — შანსები ამ ეტაპზე 50-50-ზეა.
ბაიერნის პოზიცია მკაფიოა: ყველაფერი თავად ნოიერზეა დამოკიდებული. თუ გადაწყვეტს გაგრძელებას, კონტრაქტის გახანგრძლივება ფორმალობა იქნება. საბოლოო პასუხი შესაძლოა უკვე ამ თვეში გავიგოთ.