ატლეტიკოს ყოფილი ფეხბურთელი ფილიპე ლუისი იხსენებს, როგორ იმოქმედა პეპ გვარდიოლას ბაიერნმა მის საფეხბურთო ხედვაზე.
მისი თქმით, კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი სწორედ გვარდიოლას ბაიერნთან მიიღო. ბრაზილიელი მცველი ხუმრობით ამბობდა, თითქოს მოედნის ზომაც კი შეცვლილი იყო, რადგან ყველაფერი ძალიან შორს ჩანდა და ატლეტიკო მეტოქის კართან მისვლას ვერ ახერხებდა.
ლუისის თქმით, იმ დროს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბაიერნს მოედანზე უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავდა. სწორედ მაშინ უთქვამს საკუთარ თავთან — ეს უნდა ვისწავლო.