ბაიერნის შემტევმა მაიკლ ოლისემ გუნდის წარმატების მიზეზებზე ისაუბრა და მთავარი როლი მწვრთნელს, ვენსან კომპანის, მიაწერა.
მისი თქმით, კომპანის იდეები და ტაქტიკური გეგმები გუნდს დიდად ეხმარება. ოლისეს განცხადებით, ფეხბურთელებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ კონკრეტულ სიტუაციებში და გუნდში ყველა ერთ აზრზეა.
ოლისე ასევე აღნიშნავს, რომ ბაიერნი ინდივიდუალური ფეხბურთელების გუნდი არ არის — მისი თქმით, ყველა ერთად მუშაობს საერთო მიზნისთვის და სწორედ ეს ხდის გუნდს ასე ძლიერს მიმდინარე სეზონში.