მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ ჯამალ მუსიალას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს უპასუხა და მედიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას პრესის მცდელობას, ახალგაზრდა ვარსკვლავი სხვებთან ხელოვნური კონკურენციის პირობებში ჩააყენოს. კომპანიმ ხაზგასმით ახსენა პარი სენ-ჟერმენთან მიღებული სერიოზული ტრავმა და განმარტა, რომ ფეხბურთელს სრული რეაბილიტაციისთვის დრო სჭირდება.
მწვრთნელი ბედნიერია მუსიალას დაბრუნებით და დარწმუნებულია, რომ გერმანელი ტალანტი მალე არა მხოლოდ დაიბრუნებს ძველ ფორმას, არამედ იმაზე უკეთეს ფეხბურთსაც ითამაშებს, ვიდრე აქამდე აჩვენებდა.