დორტმუნდისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რომან ვაიდენფელერმა, გერმანიის ნაკრების მეკარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იონას ურბიგსაც წაიყვანდა.
„მე იონას ურბიგს მსოფლიო ჩემპიონატზე წავიყვანდი, რადგან მას აქვს ასაკიც და ტალანტიც, რომ ახლო მომავალში გერმანიის მთავარი მეკარე გახდეს — თუმცა ამ ეტაპზე არა პირველ ნომრად.
პირველი ნომერი აშკარად ბაუმანია. შემდეგ მოდიან ნიუბელი და ურბიგი. შეიძლება იმაზეც იკამათო, ურბიგი მეორე ნომრად უნდა იყოს თუ ნიუბელი მის უკან.
ტერ შტეგენს კი ამ ეტაპზე საერთოდ არ აქვს შანსი“, — განაცხადა ვაიდენფელერმა.