მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე არსებულ წნეხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ასეთი მომენტების მიმართ შიში არასოდეს ჰქონია.
ბელგიელი სპეციალისტის თქმით, ის ამ პერიოდს აღიქვამს არა როგორც ზეწოლას, არამედ როგორც დიდ შესაძლებლობას, რისთვისაც გუნდმა ბევრი იშრომა. კომპანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბის მიზნები ამ ტურნირზე ყველასთვის ცნობილია და შინ გასამართ განმეორებით მატჩში მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლას გეგმავენ.
მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ გუნდი ახლა იმ „გვირაბშია“, სადაც ყველაფერი სწორად მიდის, ამიტომ ფეხბურთელებს მოუწოდებს, უშიშრად გავიდნენ მოედანზე და საკუთარი შანსი მაქსიმალურად გამოიყენონ.