ოფიციალური დიაგნოზი დადასტურდა - სამი დანაკლისი ერთბაშად

ოფიციალური დიაგნოზი დადასტურდა - სამი დანაკლისი ერთბაშად

მიუნხენის ბაიერნმა დაშავებული ფეხბურთელების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც გაირკვა, ბერგამოში გამართული მატჩი გუნდისთვის საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდა - სამივე მოთამაშე გარკვეული პერიოდით უქმობას აიძულებს.

ალფონსო დეივისი: ყველაზე მძიმე დანაკლისი. კანადელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმულობა დაუდგინდა. ის მოედანს, სავარაუდოდ, 3 კვირით ჩამოშორდება.

იონას ურბიგი: ახალგაზრდა მეკარის დიაგნოზი ტვინის შერყევაა. მას რეაბილიტაციისთვის 8-დან 10 დღემდე დასჭირდება.

ჯამალ მუსიალა: ყველაზე ფრთხილი პროგნოზი მასზე კეთდება. მუსიალას მარცხენა კოჭის არეში ტკივილის რეაქცია აქვს — ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ზაფხულში ჰქონდა დაშავებული. მას მხოლოდ რამდენიმე დღისდასვენება დასჭირდება, თუმცა სამედიცინო შტაბი მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს.


კლუბის განცხადებით, სამივე ფეხბურთელმა ამ ეტაპზე ვარჯიში უნდა შეწყვიტოს. თუ მუსიალასა და ურბიგის დაბრუნება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი, დეივისის არყოფნა ვინსენტ კომპანისთვის სერიოზული ტაქტიკური თავსატეხი იქნება.


11-03-2026, 22:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2