ვენსან კომპანი უახლოეს პერიოდში შეხვედრას გამართავს ნოელ ასეკო ნკილისთან, რათა ნახევარმცველის სამომავლო გეგმები განიხილონ.
ბაიერნის მწვრთნელი ფეხბურთელის შესაძლებლობებს ძალიან აფასებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 20 წლის ნახევარმცველი ზაფხულში მიუნხენში დაბრუნდება და გუნდში ადგილისთვის იბრძოლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლეონ გორეცკა ბაიერნს დატოვებს.
ზაფხულში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველს შესაძლებლობა ექნება თავი უშუალოდ ვენსან კომპანის წინაშე დაამტკიცოს და ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლოს. კლუბში მიაჩნიათ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს და მომდევნო სეზონი მისთვის მნიშვნელოვანი შანსი შეიძლება გახდეს.