კომპანიმ ლევერკუზენის სუსტი წერტილი დაასახელა - რას გეგმავს ბელგიელი?

კომპანიმ ლევერკუზენის სუსტი წერტილი დაასახელა - რას გეგმავს ბელგიელი?

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ, ლევერკუზენთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქის ტაქტიკა დეტალურად გაანალიზა. ბელგიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მათ გარკვეული პრობლემები აქვთ, რომელთა გამოყენებასაც ის აპირებს.


ტაქტიკური ანალიზი და არსენალის მაგალითი: კომპანიმ ხაზი გაუსვა გუნდის სტრუქტურას (5-2-3) და აღნიშნა, რომ მათი გატეხვა რთული იქნება, რაზეც არსენალთან ფრეც მეტყველებს.

„არსენალის წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგი ადასტურებს, რომ მძიმე თამაში გველოდება. მათი დაცვის გარღვევა რთული იყო, შესაძლოა მეტსაც იმსახურებდნენ იმ მატჩში. ჩემი ფეხბურთელებისთვის ეს საუკეთესო მოტივაციაა — მათ იციან, რომ იოლი გასეირნება არ იქნება,“ — განაცხადა კომპანიმ.


მწვრთნელის თქმით, წინა წლებთან შედარებით, დღევანდელ ლევერკუზენს ერთი მნიშვნელოვანი რამ აკლია — გამოცდილება. სწორედ ამიტომ, ის თავისი გუნდისგან მაქსიმალურ აგრესიას ითხოვს:

„ლევერკუზენს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, თუმცა გამოცდილება წინა წლებთან შედარებით ნაკლები აქვთ. თუ გვსურს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მოედანზე ძალიან აგრესიულები უნდა ვიყოთ. ეს იქნება კარგი თამაში ფანებისთვის და იმედია, 'ბაიერნისთვისაც'.“


14-03-2026, 01:30
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2