ბუნდესლიგაში მიუნხენელთა წინააღმდეგ მიდიან - ბაიერნი კრიტიკის ცენტრშია

ბუნდესლიგაში მიუნხენელთა წინააღმდეგ მიდიან - ბაიერნი კრიტიკის ცენტრშია

უნიონ ბერლინის დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა მწვავედ გააკრიტიკა მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც ლევერკუზენთან მატჩის შემდეგ საჯაროდ უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯების გადაწყვეტილებებზე.

ჰელდტის თქმით, ბაიერნის მხრიდან ასეთი მასშტაბით საჯარო პრეტენზიები სხვა კლუბების მიმართ უსამართლოა და ეს ზეწოლას ახდენს მომდევნო მატჩების მსაჯებზეც. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს, როცა ამას ისეთი კლუბი აკეთებს, როგორიც ბაიერნია.

მისივე განცხადებით, ყველა კლუბს აქვს უფლება უკმაყოფილება გამოხატოს, თუმცა რაც ახლა ხდება, მსგავსი მასშტაბი აქამდე არ ყოფილა. ჰელდტმა ირონიულადაც აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩის მსაჯებს „წარმატებას უსურვებს“.

ამ კომენტარების ფონზე, ბაიერნისა და უნიონ ბერლინის მომავალი შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება.


17-03-2026, 16:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2