არსენალის მეკარემ, დავიდ რაიამ საინტერესო დეტალი გაამხილა და აღნიშნა, რომ კარიერის ერთ ეტაპზე ძალიან ახლოს იყო მიუნხენის ბაიერნში გადასვლასთან.
ესპანელი კარის დარაჯის თქმით, ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა საბოლოოდ არ შედგა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა არსენალი კონკრეტული წინადადებით, რის შემდეგაც მან ლონდონურ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.
რაიას ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბაიერნი აქტიურად ეძებდა მეკარეს და მის ვარიანტებს შორის ერთ-ერთი სწორედ ის იყო. საბოლოოდ, ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერი ძალიან ახლოს იყო დასრულებასთან.