იოზუა კიმიხი მადრიდის რეალთან მორიგ დაპირისპირებას განსაკუთრებული მოტივაციით ელის. გერმანელმა ნახევარმცველმა ღიად ისაუბრა იმ უიღბლობაზე, რომელიც მიუნხენურ გრანდს „სამეფო კლუბთან“ მატჩებში წლებია თან სდევს და რევანშის დროზე მიანიშნა.
კლუბის ერთ-ერთი ლიდერი წინა წლების მწარე გამოცდილებას ასე იხსენებს:
„მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩს. მას შემდეგ, რაც აქ ვარ, რამდენჯერმე ვითამაშეთ რეალის წინააღმდეგ და ყოველთვის ჩვენ გვაგდებდნენ. ხშირად უარესი გუნდი არ ვიყავით, უბრალოდ არ გვიმართლებდა. ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ეს შეიცვალოს... თავს კარგად ვგრძნობთ და საბრძოლველად მზად ვართ.“