ტიბო კურტუამ მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთის დაზიანება მიიღო. ესპანური გამოცემა Cope-ს ცნობით, ბელგიელი მეკარის მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე თავიდან ჩანდა და არსებობს დიდი შანსი, მან მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გასამართი ორივე მატჩი გამოტოვოს.
მადრიდული კლუბის სამედიცინო შტაბი მომდევნო კვირების განმავლობაში მის მდგომარეობას ხელახლა შეაფასებს, თუმცა ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში მისი მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რეალისთვის ეს უდიდესი დარტყმაა, რადგან გუნდი სეზონის ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში მთავარი მეკარის გარეშე რჩება.