მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ალექსანდარ პავლოვიჩი ხვალ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში არ გაემგზავრება.
კვირას ფეხბურთელმა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რის შემდეგაც გერმანიის ფეხბურთის კავშირთან კონსულტაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე რისკზე წასვლა მართებული არ იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პავლოვიჩი ნაკრების განაცხადში იყო, სამედიცინო შტაბმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დასვენება ამჯობინა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოთამაშის სრულფასოვან აღდგენას, რათა მან სეზონის გადამწყვეტ ფაზაში გუნდს დახმარება ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლოს.