ისტორიული რეკორდი დამყარდა! - ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი შედეგი დააფიქსირა

ისტორიული რეკორდი დამყარდა! - ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი შედეგი დააფიქსირა

მიუნხენის ბაიერნმა ატალანტა ორი მატჩის ჯამში 10:2 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.


მიუხედავად იმისა, რომ მანუელ ნოიერმა ტრავმის გამო ეს შეხვედრები გამოტოვა, მან მაინც მოახერხა ისტორიული მიღწევის დაფიქსირება.


Transfermarkt-ის მონაცემებით, ნოიერი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის (1992/93 წლების შემდეგ) მეოთხედფინალურ ეტაპზე 16-ჯერ გავიდა.


მან გადაასწრო თავის ყოფილ თანაგუნდელს, დავიდ ალაბას (15) და უკან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ლიონელ მესი და თომას მიულერი (14) ანდრეს ინიესტა, რაიან გიგზი და ჟერარ პიკე (13)


მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნის კარს ატალანტასთან იონას ურბიგი იცავდა, ნოიერის როლი გუნდის წარმატებაში უდიდესია. 40 წელს მიახლოებული მეკარე აგრძელებს რეკორდების დამსხვრევას და ახლა მთელი ყურადღება მის გამოჯანმრთელებაზეა გადატანილი, რათა ბაიერნს მადრიდულ გრანდთან დაეხმაროს.


23-03-2026, 19:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2