მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი ჯამალ მუსიალა მოედანზე დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს და დღეში 8 საათამდე ვარჯიშობს როგორც კლუბის ბაზაზე, ისე სახლის პირობებში.
ბოლო პერიოდში მიღებული ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი აჩქარებას არ აპირებს და გუნდს მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, რაც კოჭის არეში ტკივილი სრულად გაქრება. ამჟამინდელი გეგმით მუსიალა მომდევნო კვირაში გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდება, თუმცა სათამაშო რიტმში მისი ჩართვა ეტაპობრივად, მოკლე გამოსვლებით მოხდება.
თავად მოთამაშის უახლოესი მიზანი მადრიდის რეალთან გასამართი პირველი მატჩისთვის მზადყოფნაა, თუმცა კლუბში მის დაჩქარებას არ აპირებენ, მითუმეტეს, რომ სერჟ გნაბრისა და ლენარტ კარლის სახით ალტერნატივები არსებობს. ყველას კარგად ესმის, რომ მუსიალას ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სეზონის ფინალური ნაწილისთვის, ისე ზაფხულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.