მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა მაიკლ ოლისეს გუნდიდან წასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. იან-კრისტიან დრეზენმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კლუბი შეეცდება ფეხბურთელის გადაბირებას, რადგან ყველამ, ვინც ბაიერნში თამაშობს, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ამ გუნდის წევრობა.
მაქს ებერლმა კი დაამატა, რომ კლუბში ამ საკითხზე ფიქრსაც არ აპირებენ, რადგან ოლისეს ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, რომელიც ყიდვის გამოსასყიდ მუხლს არ ითვალისწინებს. კლუბის შიგნით არსებობს სრული თანხმობა იმაზე, რომ ფეხბურთელი არ იყიდება, მიუხედავად იმისა, თუ რა შემოთავაზება მოვა ზაფხულში.
თავად მოთამაშეც მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მან გრიუნვალდში ჟერომ ბოატენგის ყოფილი ვილა კონტრაქტის ბოლომდე უკვე იქირავა.