მანჩესტერ სიტი კომპანით დაინტერესდა - რა გეგმები აქვს ბაიერნს მწვრთნელთან?

მანჩესტერ სიტი კომპანით დაინტერესდა - რა გეგმები აქვს ბაიერნს მწვრთნელთან?

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანი მანჩესტერ სიტის იმ კანდიდატთა სიაშია, რომლებიც პეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლის შემთხვევაში განიხილებიან.

მიუნხენურ კლუბში იციან, რომ „სიტი“ მათი ყოფილი კაპიტნით სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა ამ ეტაპზე კომპანის წასვლა საერთოდ არ განიხილება. ბელგიელმა სპეციალისტმა ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2029 წლამდე, რომელიც არანაირ გამოსასყიდ მუხლს არ ითვალისწინებს.

მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მაქს ებერლთან ხოლო რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა, მათ შორის დაიო უპამეკანომ, კონტრაქტები სწორედ კომპანის ფაქტორის გამო გაახანგრძლივეს. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ მწვრთნელი მიუნხენში მუშაობას გააგრძელებს.


27-03-2026, 11:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2