მადრიდის რეალის მცველმა ანტონიო რუდიგერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნთან მომავალ მატჩებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რეალში ყველამ კარგად იცის, რომ აბსოლუტურად სტაბილურ და მსოფლიო დონის გუნდს უპირისპირდებიან, რაც ამ მომენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. რუდიგერი მიიჩნევს, რომ ბაიერნი არსენალთან ერთად ამჟამად ევროპაში ყველაზე სტაბილური და საუკეთესო გუნდია.
განსაკუთრებული ყურადღება მან ჰარი კეინზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინგლისელი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში ნამდვილად შედის. გერმანელი მცველის აზრით, კეინის განეიტრალება მხოლოდ ერთიანი გუნდური თამაშითაა შესაძლებელი, თუმცა ეჭვობს, რამდენად რეალურია მისი შეჩერება მთელი 180 წუთის განმავლობაში.