გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ლევერკუზენის ყოფილი თანაგუნდელები, ჯონათან ტა და გრანიტ ჯაკა გასახდელების დერეფანში ერთმანეთს შეხვდნენ და საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.
ჯაკა ვინსენტ კომპანის პიროვნებითა და სამწვრთნელო მეთოდებით დაინტერესდა და ტას ამის შესახებ კითხვები დაუსვა. გერმანელმა მცველმა ბელგიელი სპეციალისტი მხოლოდ დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ კომპანი უმაღლესი დონის მწვრთნელია.
ჯაკას ასევე აინტერესებდა, როგორია კომპანი უშუალოდ პიროვნულ დონეზე, რაზეც ტასგან კვლავ მხოლოდ პოზიტიური პასუხები მიიღო. ჩანს, რომ ბაიერნის მწვრთნელის ავტორიტეტი ფეხბურთელებში ძალიან მაღალია და მისი მუშაობის სტილით სხვა გუნდის ლიდერებიც ინტერესდებიან.