გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა შვეიცარიასთან ჩატარებული არადამაჯერებელი მატჩის შემდეგ ლეროი სანე დაიცვა.
ნაგელსმანის თქმით, ის ფეხბურთელისგან ყოველ შეხვედრაში ორ გოლსა და სამ საგოლე გადაცემას არ ელის, რადგან მისთვის მთავარი საერთო სურათია. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სანემ აჩვენა ეპიზოდები, სადაც მისი რეალური შესაძლებლობები გამოჩნდა.
ნაგელსმანი აღიარებს, რომ შემტევს მეტი ინტენსივობით თამაში და უკეთესი გარჯა შეუძლია, თუმცა აუცილებელია მისი სათამაშო რიტმის ნაკლებობის გათვალისწინებაც. სწორედ ამიტომ, ორშაბათს, განის ნაკრებთან მატჩში სანე კიდევ ერთ შანსს მიიღებს, რათა საკუთარი მაქსიმუმი აჩვენოს და კრიტიკოსებს დაუმტკიცოს, რომ ფორმაში ბრუნდება.