მადრიდის რეალის და მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნთან მომავალ დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ფრანგი შემტევი მეტოქის სიძლიერეს აღიარებს, თუმცა საკუთარ გუნდში დარწმუნებულია:
„ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით. ალბათ, ამ მომენტისთვის ბაიერნი ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი კლუბია ევროპაში. თუმცა, თუ არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც მათი დამარცხება შეუძლია, ეს მადრიდის რეალია“ — განაცხადა მბაპემ.
ეს განცხადება კიდევ უფრო ამწვავებს აპრილის თვის მთავარ საფეხბურთო დაპირისპირებას. ბაიერნისა და მბაპეს გზები კი ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ გადაკვეთილა.