მიუნხენის ბაიერნის ბაზაზე დღეს ნამდვილი სენსაცია მოხდა - გუნდის მთავარი ძალა მოედანს უბრუნდება!
ყველაზე დიდი სიხარული ჯამალ მუსიალასა და ალფონსო დეივისის გამოჩენამ გამოიწვია, რომლებმაც სრული დატვირთვით ივარჯიშეს და მზად არიან ყველაფრისთვის.
მათ არც ალექსანდრ პავლოვიჩი ჩამორჩა, რომელმაც ვარჯიშის უდიდესი ნაწილი გუნდთან ერთად დაჰყო. მეკარეების ხაზშიც პროგრესია — იონას ურბიგმა ინდივიდუალური წვრთნა დაიწყო.
ბაიერნი თავის საუკეთესო ფორმას გადამწყვეტი მატჩების წინ უბრუნდება.