ბაიერნი მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას იწყებს და კლუბში უკვე განიხილავენ ვარიანტებს, თუ ვინ დაიკავებს გამოცდილი მეორე მეკარის ადგილს მომავალ სეზონში. იმ შემთხვევაში, თუ ლეგენდარული კაპიტანი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, ძირითად მეკარედ იონას ურბიგი მოიაზრება, მის ზურგსუკან კი ბაიერნს ჰამბურგის 33 წლის გოლკიპერის, დანიელ ჰოიერ ფერნანდესის ხილვა სურს.
ჰოიერ ფერნანდესის კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს იწურება, თუმცა მასში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება, თუ ჰამბურგი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაურჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჰამბურგს მეკარის შენარჩუნება სურს, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს წინააღმდეგობას არ გაუწევს, თუ ის კარიერაში ახალი გამოწვევის მიღებას გადაწყვეტს. ბაიერნისთვის გამოცდილი და საიმედო მეორე ნომრის ყოლა პრიორიტეტულია, მით უმეტეს, როცა გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს.