მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა მეკარე, იონას ურბიგი, მოედანს უბრუნდება. ფეხბურთელმა, რომელმაც გასულ კვირას გერმანიის ნაკრების შეკრება მსუბუქი დაზიანების გამო ნაადრევად დატოვა, დღეს ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა. ურბიგი მეკარეების ასისტენტ მწვრთნელთან, ანდრეას რესლთან ერთად 30 წუთის განმავლობაში მუშაობდა.
გერმანელი გოლკიპერის მიზანია, სრულად აღიდგინოს ფორმა და შაბათს, ფრაიბურგის წინააღმდეგ გასამართ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ყოფნა შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელის მდგომარეობას ფრთხილად აკვირდება, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის გართულება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრების წინ.