ზედმეტი მოლოდინები თუ რეალური შანსი? - ნაგელსმანის პასუხი მუსიალაზე

ზედმეტი მოლოდინები თუ რეალური შანსი? - ნაგელსმანის პასუხი მუსიალაზე

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჯამალ მუსიალას მდგომარეობასა და მოლოდინებზე ისაუბრა. მწვრთნელი დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი ტურნირისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელზე ზედმეტი წნეხის განხორციელება საჭირო არ არის. ნაგელსმანის თქმით, მუსიალა ისედაც მაქსიმალისტია და საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს.


მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მუსიალას ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნა მთელი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ყველანი უზომოდ ბედნიერები ვიქნებით, თუ ის გამოჯანმრთელებას და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს“, - განაცხადა ნაგელსმანმა.


მან ასევე დასძინა, რომ თუ მუსიალა მწყობრში იქნება, მსოფლიოში ცოტაა ისეთი მწვრთნელი, რომელიც მის მსგავს ტალანტზე უარს იტყოდა. მუსიალას როლი ბუნდესნაკრებში გადამწყვეტია და მთელი გერმანია მისი რეაბილიტაციის პროცესს იმედით ადევნებს თვალს.


31-03-2026, 20:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2