საკუთარი გამოკვლევა და სიფრთხილე - ბაიერნი კეინის ტრავმას აკონტროლებს

საკუთარი გამოკვლევა და სიფრთხილე - ბაიერნი კეინის ტრავმას აკონტროლებს

მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინის ტრავმასთან დაკავშირებით რისკზე წასვლას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრების ბომბარდირმა ვარჯიშზე მიღებული „მცირე დაზიანების“ გამო იაპონიასთან მატჩი გამოტოვა, კლუბმა საკუთარი ზომების მიღება გადაწყვიტა.

კეინი დღესვე ბრუნდება მიუნხენში, სადაც ბაიერნის სამედიცინო შტაბი მას განმეორებით, დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ექიმებმა დაზიანება სერიოზულად არ მიიჩნიეს და მისი დასვენება მხოლოდ პრევენციული ზომა იყო, მიუნხენში სურთ დარწმუნდნენ, რომ ფორვარდს საფრთხე არ ემუქრება. სეზონის გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია რეალთან, კეინის ჯანმრთელობა გუნდისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. სამედიცინო ტესტების პასუხებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მალე დაუბრუნდება ჰარი გუნდურ ვარჯიშს.


1-04-2026, 16:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2