აპრილის თვე ბაიერნისთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. კრისტოფ ფროინდმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის.
“ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, აპრილში ყველაფერი გადაწყდება,” - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა.
რეკორდმაისტერი ბრწყინვალე ფორმაშია და ბუნდესლიგაში ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა მთავარი მიზანი ევროპული ტიტულია. ვინსენტ კომპანის გუნდს წინ რთული გრაფიკი ელის, რომელიც 4 აპრილს ფრაიბურგთან გასვლითი მატჩით დაიწყება. გუნდში საბრძოლო განწყობაა და ყველა ფეხბურთელი ხვდება, რომ შეცდომის უფლება აღარ აქვთ.