ბაიერნის ლეგენდამ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, კომპანის მუშაობა უმაღლესად შეაფასა. მისი თქმით, რამდენიმე უარის შემდეგ კომპანის არჩევა ნამდვილი ბედისწერა იყო: „ზოგჯერ ბედი გიღიმის. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის გვყავს“.
რუმენიგემ ბელგიელი სპეციალისტი ისეთ ლეგენდებს შეადარა, როგორებიც გვარდიოლა, ჰაინკესი და ჰიტცფელდი არიან. მან აღნიშნა, რომ კომპანი უკვე ამ დონეს უახლოვდება.
გარდა ლამაზი ფეხბურთისა და შედეგებისა, რუმენიგემ ხაზი გაუსვა კლუბში დაბრუნებულ სიმშვიდეს და აკადემიის ფეხბურთელების ინტეგრაციას. კომპანიმ უკვე 9 ახალგაზრდა დააწინაურა, რომელთა შორისაც ლენარტ კარლი ლიდერობს.