ბარსელონა სატრანსფერო ბაზარზე ხმამაღალი გარიგების დადებას გეგმავდა და ჰარი კეინის გადაბირების ვარიანტს განიხილავდა. კატალონიელთა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის გარემოცვასთან პირველადი კონტაქტიც კი დაამყარა, რათა მისი განწყობა და ესპანეთში გადაბარგების სურვილი შეემოწმებინა.
მიუხედავად ბარსელონას დიდი ინტერესისა, კლუბში მიღებული პასუხით იმედგაცრუებულები დარჩნენ. კულუარული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების კაპიტანი მიუნხენურ გრანდში თავს შესანიშნავად გრძნობს, კლუბის პროექტით კმაყოფილია და გერმანიის დატოვება მის გეგმებში საერთოდ არ შედის.
ამრიგად, ბარსას მესვეურებს თავდამსხმელის პოზიციაზე სხვა ალტერნატივების ძებნა მოუწევთ. ჰარი კეინი ბაიერნის ერთგული რჩება და მიუნხენში ტიტულების მოგებაზეა ფოკუსირებული, რაც ამ ეტაპზე მის ტრანსფერს ნებისმიერ სხვა გუნდში გამორიცხავს.