მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების შემტევმა, ჯამალ მუსიალამ, თავის ბავშვობის უდიდეს კერპზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. არგენტინელ ლეგენდას ოთხშაბათს 39 წელი შეუსრულდა, თუმცა მუსიალას აზრით, ასაკის მიუხედავად, იგი მსოფლიო ფეხბურთში უპირობო ავტორიტეტად და მისაბაძ მაგალითად რჩება.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მოედანზე მესის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მუსიალამ ნახევრად ხუმრობით დასძინა, რომ ასეთი მონაცემებით ლეოს ფეხბურთის თამაში ალბათ 60 წლამდეც არ გაუჭირდება, რადგან ის არის ფენომენი, რომელიც საკუთარ ირგვლივ მყოფ ყველა პარტნიორს უკეთესს ხდის.
„ის არის სუპერვარსკვლავი, რომელიც თანაგუნდელებს ზრდის. არგენტინაც უმაღლესი დონის გუნდია. ვფიქრობ, ნებისმიერ მოთამაშეს, ვინც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, მესისგან დღესაც ბევრი რამის სწავლა შეუძლია.” - განაცხადა მუსიალამ.