ერთწლიანი პაუზის შემდეგ: როგორ აპირებს ნაგელსმანი მუსიალას გახსნას?

ერთწლიანი პაუზის შემდეგ: როგორ აპირებს ნაგელსმანი მუსიალას გახსნას?

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამალ მუსიალას ასპარეზობასა და მის ამჟამინდელ კონდიციებზე ისაუბრა. ბუნდესნაკრების დამრიგებელმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო ტონუსისა და რიტმის აღდგენაა.

ნაგელსმანმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ფეხბურთელს თითქმის ერთწლიანი უქმობა მოუწია, რაც ნებისმიერ სპორტსმენზე ახდენს გავლენას. მწვრთნელის თქმით, მუსიალას უდიდესი ტალანტი ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ახლა მთელი გუნდის, მათ შორის პირადად მისი მოვალეობაა, რომ ეს თვისებები ზედაპირზე ხელახლა ამოიტანონ.

„ჯამალისთვის ახლა ყველაფერი რიტმზეა დამოკიდებული. ის მთელი წელი არ თამაშობდა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ დრო და სათამაშო პრაქტიკა უნდა მივცეთ. ყველამ კარგად იცის, რა თვისებებს ფლობს ეს ბიჭი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეს პოტენციალი კვლავ მაქსიმალურად გამოვავლინოთ, მათ შორის მეც. მან საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს, ზედმეტად არ გადატვირთოს გონება ფიქრით და მოედანზე უბრალოდ საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს.” - განაცხადა ნაგელსმანმა.


დღეს, 18:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2