მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტთა საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა ტიაგო ალკანტარას მომავალზე ისაუბრა.
"ჩვენ მას ოთხჯერ შევთავაზეთ საკმაოდ კარგი წინადადება, თუმცა, ბოლო წამს გადაიფიქრა და გვითხრა, რომ ახალი გამოწვევები სურდა."
"როგორც ვიცით, მან უკვე შეათანახმა კონტრაქტის დეტალები "მანჩესტერთან" და "ლივერპულთან".
"ჯერ-ჯერობით არცერთ კლუბს კონკრეტული წინადადებით არ მოუმართავს. მათ ბოლო დღემდე სურთ ტრანსფერის გაწელვა, რათა შემდგომ იაფად ჩაიგდონ ხელში.